„ოთხოზორიას საქმეზე ბრალი რამდენ პირს აქვს წარდგენილი და როდის მოვიკითხე ბოლოს გამოძიების დეტალები არ მახსოვს“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, არ ახსოვს რამდენი პირია ბრალდებული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში და ვერც იმას იხსენებს, როდის მოიკითხა ბოლოს აღნიშნული საქმის გამოძიების დეტალები. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

"ევროპული საქართველო" დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა იცნობს თუ არა გენპროკურორი გიგა ოთხოზორიას საქმეს და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.

„ვიცი, რომ ვინც ამ საქმეშია იდენტიფიცირებული, ყველას აქვს ბრალი წარდგენილი, რამდენ ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი ზუსტად არ მახსოვს“, - განაცხადა თადუმაძემ.

„ერთი პირია ბრალდებული, ვინც უშუალოდ ჩახმახს გამოკრა. დღემდე არ არიან ის პირები მოხვედრილი სიაში, ვინც ფირზე ჩანს, რომ ეხმარებიან მას მკვლელობაში. ჩვენი წაყაროებით დავადგინეთ გვარები ამ პირების, ვინც იქ იყო, ეს არის, სავარაუდოდ, ახრაკ ქაჯაია, საგუშაგოს უფროსი ნაბაკევში, ეს არის ე.წ. აფხაზი მებაჟეები რაშიდ კანჯიოღლი, ოთხოზორიას მკვლელი, ეს არის ალხაზ ალიას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო. ეს თქვენ მთავრობას საჯაროდ მივაწოდე ორჯერ. 20 ივნისის საქმეზე 19 პირია დაკავებული და კიდევ უფრო მეტი ბრალებული. ამდენი წლის განმავლობაში, როცა იცით, რომ თქვენი უწყების პასუხისმგებლობაა ამ პირებს, ვინც ფირზეა გადაღებული მკვლელობისას, ბრალი უნდა წაუყენოთ, რომ მერე სიაში მოხვდნენ, ამისთვის რატომ ვერ მოიცალეთ? - ჰკითხა თადუმაძეს ბოკერიამ.

„თქვენ კიდევ ერთხელ აკეთებთ ინტერპრეტაციას, რომ ეს პირები თქვენ დააიდენტიფიცირეთ. მე არ ვიცი, ამ გამოძიების უკანასკნელი დეტალები. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს მოვიკითხავ ხოლმე, მაგრამ არ მახსოვს ბოლოს როდის მოვიკითხე. არ გვინდა სენტიმენტები“, - განაცხადა ბოკერის საპასუხოდ თადუმაძემ.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ