"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გახდებოდით გენერალური პროკურორი?" - თადუმაძის პასუხი

ამ წუთებში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის და მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძეს მოსმენა მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, გახდებოდა თუ არა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, ის რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირევაბული იურისტი არ ყოფილიყო. პასუხად თადუმაძემ განაცხადა, რომ მას ამაზე უფიქრია და რომ არა "ნაციონალური მოძრაობა", ის "დღეს აქ არ იქნებოდა". კერძოდ, თადუმაძის თქმით, მას მოუწია ენმ-ის მმართველობის შედეგად დაზარალებულთა უფლებებისთვის უკომპრომისო ბრძოლა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ