რომელ მარშრუტებზე დაემატება ახალი ავტობუსები

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი, ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები წარადგინა.  

"ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები, შევიძინოთ ახალი შემადგენლობები და იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება. გარდა ამისა, დავიწყეთ ძალიან მნიშნელოვანი რეფორმის განხორციელება ტაქსების და პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული და მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით, ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და 21 დასაჯდომი ადგილი აქვს. ისინი აგრეთვე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აღჭურვილია wi-fi მოდემებით, USB დამტენებითა და ვიდეომონიტორინგის სისტემით. 

ქალაქის მერიამ სულ 220 ასეთი ავტობუსი შეიძინა, აქედან 60 მგზავრებს უკვე ხვალიდან მოემსახურება. თბილისის მერიას ახალი ავტობუსების შეძენა 64 790 000 ლარი დაუჯდა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები, რომლებიც ყვითელ ბოგდანებს ანაცვლებენ, შემდეგ მარშრუტებს მოემსახურებიან:

  • N34 - წყნეთი-სადგურის მოედანი
  • N28 - სვანეთის უბანი-მარჯანიშვილის მოედანი
  • N42 - იყალთოს გორა-ბარათაშვილის ქუჩა
  • N56 - ორხევი-მეტროსადგური "ისანი"
  • N66 - სადგურის მოედანი-ზემო ვაკე
  • N78 - სადგურის მოედანი-ზემო ვერა
  • N108 - სოფელი გლდანი-მეტროსადგური ახმეტელის თეატრი

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს