შალვა თადუმაძე: "გადადგომას არ ვაპირებ"

გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე ირწმუნება, რომ მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ნამდვილია და გადადგომას არ აპირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკუთარ არქივებში ჩაიხედონ. 

"რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ, რომ არაკვალიფიციური, თუ არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვიანობენ? ამიტომ უნდა გადავდო ჩემი ამდენი წლის ნამუშევარი და დაველოდო კომისიის დასკვნას? წინასწარ გეტყვით, რომ დასკვნა იტყვის, რომ ეს დიპლომი ნამდვილია, მე კი არსად გადადგომას არ ვაპირებ",- განაცხადა შადუმაძემ პარლამენტში, სადაც ამ წუთებში მისი მოსმენა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სწორედ იმ დიპლომით, რომელიც სადღეისოდ სადავო გახდა, ის კონტრაქტორად იყო დაქირავებული "ღია საზოგადოება - საქართველოს" და საია-ს მიერ, იღებდა მონაწილეობას კონკურსებში, მათ შორის საჯარო უწყებებში - თავდაცვის სამინისტროში, ჩააბარა ადვოკატის გამოცდა და ამ დრომდე არანაირი კითხვა არ გაჩენილა.

"აქ შუალედი არ არსებობს, ეს ადამიანები [არასამთავრობოები] ან არიან არაკვალიფიციურები, ან არაკეთილსინდისიერები",- აცხადებს თადუმაძე.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს