თადუმაძე - რუსეთზე: "ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს"

რუსეთი ოკუპანტია, მე დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს, რომელმაც მას რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„არ ვიცი, სხვები რატომ იკავებდნენ თავს. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა. ოკუპანტი არის ოკუპანტი და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ვალდებულებაა, დააფიქსიროს რეალობა როგორც არის. ოკუპანტი არის ოკუპანტი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია