NDI – გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არცერთი პარტია არ დგას. „ქართული ოცნება“ - 21 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი 6%, უარი პასუხზე -6, „ევროპული საქართველო“ - 4%, „პატრიორთა ალიანსი“ - 3%, სხვა პარტია - 8%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp