"სირიაში სამხედრო ოპერაცია დავიწყეთ"

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.  

„სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად დაიწყეს ოპერაცია „სამშვიდობო გაზაფხული“ ქურთული შენაერთებისა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ. ჩვენი მისიაა, რომ თავიდან ავიცილოთ ტერორისტული დერეფნის შექმნა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე და მივაღწიოთ მშვიდობას ამ მხარეში. ოპერაციის შედეგად თურქეთის წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხე განეიტრალებული იქნება. ამასთან, „სამშვიდობო გაზაფხული“ ხელს შეუწყობს სირიელი ლტოლვილების სახლებში დაბრუნებას. ჩვენ შევინარჩუნებთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და ადგილობრივ მოსახლეობას ტერორისტებისგან გავათავისუფლებთ“, – აცხადებს ერდოღანი. 

"ამ წუთებში თურქული ავიაგამანადგურებლები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე დარტმებს ახორციელებენ. ხალხი პანიკაშია“, - წერს „სირიის დემოკრატიული ძალების“ (რომელიც ქურთი და არაბი მებრძოლებისგანაა შემდგარი) პრეს–ცენტრის ხელმძღვანელისმუსტაფა ბალი სოციალურ ქსელში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს