კადიროვმა ჩეჩენ ჩინოსნებს მის მიმართ ერთგულების ფიცი დაადებინა

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა მის მიმართ ერთგულების ფიცი საჯაროდ დაადებინა ჩინოსნებს, რომლები კაიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

ჩეჩნეთის პოლიციის უფროსმა აფრთი ალაუდინოვმა და ურუს - მარტანის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალიდ აბდურეშიდოვმა საჯაროდ განაცხადეს, რომ რამზან კადიროვისთვის არ უღალატიათ. ამასთან, ალაუდინოვი ასევე საჯაროდ დაემუქრა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ მასალა გამოაქვეყნეს.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს ტელეგრამ-არხმა «СКФО Telegraph» გაავრცელა ინფორმაცია რამზან კადირვის მოწამლვის მცდელობის თაობაზე. მისი მონაცემებით, ამ დანაშაულში ჩართული იყო ასევე ჩეჩნური ქალაქების ორი ყოფილი მერი და ძალოვანი მაღალჩინოსნები. 

კადიროვის პრეს-მდივანმა ალვი ქარიმოვმა მაშინ ეს ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ