ვერშინინი - ფრენების აღდგენაზე: "ნაბიჯები ყველა გარემოების გათვალისწინებით უნდა გადაიდგას“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი ვერშინინის განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულ დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებებზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა და "საკითხი უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“. 

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსეთი უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის განახლების წინაპირობებს, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯები მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით გადაიდგმება.

„ჩვენთვის ძვირფასია ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მათი ნორმალიზებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ხალკალიანმა დაადასტურა, რომ ლავროვთან შეხვედრაზე ფრენების საკითხზეც იყო საუბარი. 

იხილეთ ასევე: რატომ შეცვალა გახარიას მთავრობამ მისი წინამორბედის გადაწყვეტილება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა