დარსალია: "თანათავმჯდომარეების მხრიდან რამდენიმე იდეა იყო, რომლებსაც დავამუშავებთ“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო, არ ყოფილა გარღვევის მოლოდინი და ასეც მოხდა.

მისი თქმით, არსებული ვითარების დეესკალაცია ყველას ინტერესშია და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, როგორც დარსალია ამბობს, თანათავმჯდომარეების მხრიდან რამდენიმე იდეა გაჟღერდა, რომელთაც ქართული მხარე დაამუშავებს.  

„მორიგი რაუნდის წინ არ იყო მოლოდინები, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა, სამწუხაროდ, ასეც მოხდა, რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა, საკითხები თავად არის საკმაოდ რთული. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, ყველას ინტერესშია, მოხდეს ვითარების თანდათან განმუხტვა და შესაბამისად, ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. იყო რამდენიმე იდეა თანათავმჯდომარეების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ დავამუშავებთ“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე მუშაობა დეტალურად უნდა შედგეს და დისკუსიის შემდეგი რაუნდისთვის საქართველო საკუთარ პოზიციას წარადგენს.

„ეს ძირითადდა არსებული ვითარების დეესკალაციას ეხებოდა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან გადასასვლელები გაიხსენა, როდის მოხდება ეს, კონკრეტული თარიღის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ძალის გამოუყენებლობაზე, დევნილთა დაბურნებაზე ჩვენ უცვლელი რეაქცია გვაქვს. სამწუხაროდ, მოპირისპირე მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხი დიდი ხანია, გაჭედილია და რუსეთის დელეგაცია არ იღებს ამ ვალდებულებას, ცდილობს, თავი აარიდოს მას. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, უკვე შეიძლება ითქვას, ტრადიციულად, როდესაც ეს საკითხი დგება, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას“, – განაცხადა დარსალიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"