"აშშ-ს თურქეთისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთია"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ–ს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია, ხოლო თავად თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ლეგიტიმურია.

„ეს არის უბრალოდ სიცრუე. აშშ-ის არ აუნთია თურქეთისთვის „მწვანე შუქი“. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რისი გაკეთებაც გვჭირდება, რათა ამერიკელი ხალხი იყოს ამ საფრთხისგან რაც შეიძლება უსაფრთხოდ. თუმცა ეს მხოლოდ სირიაში არ ხდება. ეს ერაყიდან მომდინარეობს. არის კიდევ ათამდე სხვა ქვეყანა, სადაც რადიკალური ისლამური ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს და ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ძალებს, ჩვენს რესურსებს ვიყენებთ შესაბამისად აშშ-სთვის ამ საფრთხის შესამცირებლად“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. საავიაციო და საარტილერიო შეტევას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ათასობით ადამიანი ტოვებს.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ოპერაციის არეალი ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს