ტრამპი ერდოღანს ისევ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა. ჯურნალისტმა იკითხა, არის თუ არა პეზიდენტი შეშფოებული იმით, რომ თურქეთმა შესაძლოა, ქურთები გაანადგუროს.

„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე პასტორ ბრანსონის შემთხვევაში. ვიმეოდვნებ, რომ ის რაციონალურად იმოქმედებს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ერთმანეთს ათეულობით წელია ებრძვიან“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ დაუსრულებელი ომებიდან გადის.

„ჩვენ აღნიშნულ რაიონში სამხედროები არ გვყავს.თურქეთთან მლაპარაკებებს სამი წელია ვაწარმოებთ. მათ ამის გაკეთება მრავალი წელია სურდათ. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში, ჩავერიეთ, ეს 30 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ იქ მრავალი წელი ვიყავით. ახლა გასვლის დროა. ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკებით. ვუთხარით პრეზიდენტ ერდოღანს, რას ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ორივე მხარეს ვესაუბრებით და განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციიდან. თუმცა აღნიშნულ რაინში სამხედროები არ გვყავს. ჩვენ გავდივართ დაუსრულებელი ომებიდან, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და საბოლოოდ ვინმემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციებზე მეტად მკაცრ ზომებსაც განიხილავს. 

„მე უკვე ვუთხარი პრეზიდენტ ერდოღანს, რომ სანქციების დაწესებაზე ბევრად მეტს გავაკეთებ. ვფიქრობ, ლინდსი იქ კიდევ მომავალი ორასი წლის განმავლობაში დარჩებოდა და შესაძლოა, ყველგან ასობით ათას ადამიანს განათავსებდა. თუმცა მე ამაში ლინდსის არ ვეთანხმები, მაგრამ ვეთანხმები სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა მე განვიხილავ ბევრად უფრო მკაცრ ზომებს, ვიდრე სანქციებია“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. საავიაციო და საარტილერიო შეტევას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ათასობით ადამიანი ტოვებს.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ოპერაციის არეალი ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ