ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეების მოსყიდვასა და მცოცავ ოკუპაციაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გეგმის" განხორციელებაში ადანასაულებს. ამ კონტექსტში იხსენიებს დე ფაქტო უწყება ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას და მას მოქალაქეების მოსყიდვაში სდებს ბრალს. 

„ქართული მხარე მცოცავი ოკუპაციისთვის დასავლელი დონორების ფინანებს იყენებს და ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირ, ტოტალურ მოსყიდვას. სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება“ ახდენს,“-ნათქვამია განცხადებაში.

"ნაბიჯი უკეთესი" მომავლისთვის სამშვიდობო ინიციატივაა, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთათვის. 

შეგახსენებთ, რომ საქარველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სადღეისოდ სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ამ ნაწილებზე ეფექტურ კონტროლს.

ცნობისთვის: ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თანათავმჯდომარეების მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე იდეა, რომელთაც ქართული მხარე დაამუშავებს და საკუთარ პოზიციას შემდეგ რაუნდზე წარადგენს     

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ