"ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა"

ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები", – განუცხადა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იგი "ლელოელებთან" ერთად  ყველაფერს გააკეთებს, რათა "ეს ტყუილი დაამარცხოს": 

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“.

ცნობისთვის: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"