"არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში"

არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, – ამის შესახებ "TV პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმა განაცხადა. 

"ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღძრეს საქმეები. ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ", – დასძინა მან. 

მისივე თქმით, რაზეც არ უნდა წავიდეს ვაჭრობა ის და მისი ოჯახი არ შეიცვლის პოზიციას და ტელევიზია იქნება არსებული სახით "დღესაც, ხვალაც და ზეგაც".

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა, ვატო წერეთელის მამამ ბიზნესმენმა ავთო წერეთელმაც, რომელიც "ტიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად არის ბრლადებული ფულის გათეთრების საქმეში. 

"ყველა ტელევიზიას ვინც არ ემორჩილება საქმე აღუძრეს. გინდ დაგვიჭირონ გინდ არა, ჩვენი ტელევიზია მიკერძოებული არასდროს იქნება, დარჩე ა ისეთი თავისუფალი როგორიც არის დღეს. ჩემი ოჯახი არ დაუშვებს იმას, რომ მამას დაიჭერენ თუ სხვას, ამით ამ ტელევიზიის გეგმები და მომავალი შეცვალონ", – განაცხადა ავთო წერეთელმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებისთვის ხდება.

"ეს არის იქითკენ მიმართული, რომ  შეაშინონ ხალხი. ყველა ტელევიზიას ვინც არ ემორჩილება საქმე აღუძრეს", – დასძინა მან.

ცნობისთვის: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"