„უახლოეს პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება“

საგარეო სამქეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

„მოგეხსნებათ, კარგა ხანია, არ გამართულა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა და [აზერბაიჯანში პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტის ფარგლებში] მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში გაიმართოს ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რაც აქტუალური არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა