„ხვალიდან აღარ ვაპირებ შევიზრუდო ჩემი კონსტიტუციური უფლებები“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, აცხადებს, რომ ხვალიდან „აღარ აპირებს, შეიზრუდოს კონსტიტუციური უფლებები“.

„ხვალიდან აღარ ვაპირებ შევიზრუდო ჩემი კონსტიტუციური უფლებები. ჩემი უფლებაცაა და ვალდებულებაც ვიყო აქტიური პოლიტიკურად, მით უფრო, როგორც პარლამენტის წევრი. თუ იქნება საჭირო, თბილისის სხვადსხვა რაიონებში ჩავატარებ შეხვედრას, თუ იქნება საჭირო, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩავალ და ამას ვერც ინავიშვილი ამიკრძალავს, ვერც თადუმაძე და  ადამის მოდგმის ვერც ერთი ნაშიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას აღკვეკითი ღონისძიების დარღვევად ჩაუთვალონ:

„ამ ქვეყანში არაფერია გამორცხული. დაე, იყოს ასე და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააგონოს მსოფლიოს, რომ მოქმედი პოლიტიკოსი, პარლამენტარი დააკავა, რადგან ის საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას ახორცილებედა“.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელის საქმის განხილვა იწყება. დღეს მხარეები მტკიცებულეთა დასაშვებობაზე იმსჯელებენ.  დაცვის მხარე დააყებებს შუამდგომლობას, რომ პარლამენტის წევრს მოხსნან ელექტრონული სამაჯური და მას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს. 

პროცესზე დასასწრებად მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში “შმაქსით” მივიდა. 

“რეფორმამ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაანონსა, სინამდვილეში ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვა. ეს იდეა არის შესაძლებლობა, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს. ჩემი მხრივ, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვცდილობ, პოპულარიზაცია გავუწიო “შმაქსის” იდეას”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის: შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა პარლამენტის წევრი ნიკა მელია. მას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა