"არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, არამედ მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ცდილობს, შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს"

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი "შალვა თადუმაძე, არამედ მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ცდილობს, შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს". 

„გუშინ პარლამენტში ვნახეთ უპრეცედენტო პროცესი, რომელიც გუშინ არ დაწყებულა და რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას უკავშირდება. ეს არის შედეგი იმ დიდი რეფორმისა და კანონის, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომელსაც დადებითი შეფასება მისცა ვენეციის კომისიამ. ამ უპრეცედენტო მნიშვნელობის პროცედურაში, რომელიც განსაკუთრებული ხარისხის ღიაობას, გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს, ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა. ჩავთვალოთ, რომ დეპუტატს აქვს ამის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი და არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, ცდილობს, ამ შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს. დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"