"გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ომის დასრულებას"

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი მთავარი მისია ომის დასრულებაა და მას აღნიშნულის განსახორციელებლად გეგმა აქვს. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მან არ იცის, შესაძლებელია თუ არა დონბასში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრა, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს. 

„ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ორ ფორმატში: ნორმანდიული ოთხეულისა და ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის ფორმატში. არავინ საუბრობს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგია. მე არ ვიცი, შესაძლებელია, თუ არა ასეთი შეხვედრის გამართვა. მე ვიცი ერთი რამ: ეს შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს” , - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მისი მთავარი მისია დონბასში ომის დასრულებაა.

„მინდა გაგახსენოთ, როგორი ზელენსკი აირჩია საზოგადოებამ - მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ომს დაასრულებს. მე ყოველთვის ასეთ პიროვნებად დავრჩები. გვაქვს გეგმები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია