„ანაკლიის პორტი კარგი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“

ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კარგი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“. 

„ზოგადად, ვიტყოდი, რომ ნატო დაინტერესებულია, რეგიონის ქვეყნებს ჰქონდეთ ჯანმრთელი ეკონომიკა.  თუ ქვეყანას კარგი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, ეს გავლენას ახდენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზეც.  რაშიც ვფიქრობ, საქართველოს ეს ახალი პორტი დაეხმარება. მიმაჩნია, რომ ანაკლიის პორტი წაადგება საქართველოს ეკონომიკურ ჯანმრთელობას და ხელი შეუწყობს მიიღოს მეტი სავაჭრო –ეკონომიკური სარგებელი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს პორტი კარგი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა გოტმიოლერმა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან“ ინტრევიუში. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა