თურქეთში სამხდრო ოპერაციის კრიტიკის გამო 100-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

თურქეთის პოლიციამ სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო, 78 ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებულების შესახებ ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება. 

ეროვნული პოლიციის შეფასებით, "პოსტები" „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ნაწილია. 

შეგახსენებთ, თურქეთმა საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის მიზნით ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ოპერაცია მშვიდობიანი გაზაფხული“ ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი, ხოლო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია