ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი წელს დაახლოებით 40 %–ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 40 %–ით გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აეროპორტში გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი, რაც 2018 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე 179 201 მგზავრით მეტია.

საქართველო-რუსეთს შორის 8 ივლისს შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისის აეროპორტზე თითქმის არ აისახა, რადგან ფრენები აეროპორტიდან, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.

რაც შეეხება თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს, ცხრა თვეში მგზავრთნაკადი მხოლოდ 0.68 და 2.01 %–ით გაიზარდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია.

ამასთან, საქართველოს აეროპორტებში ცხრა თვეში მგზავრთნაკადი 5 %ით გაიზარდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა