ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ თვეში 94 მლნ დოლარით შემცირდა

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 31 აგვისტოსთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 94 მლნ დოლარით შემცირდა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით კი 450 მლნ დოლარით გაიზარდა, –იუწყება "პირველი არხი". 

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია ორჯერ განახორციელა და რეზერვებიდან 72.8 მლნ დოლარი გაყიდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა