ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია


10 ოქტომბერს გამოვლინდა ნობელის პრემიის 2018 და 2019 წლების ლაურეატები ლიტერატურის დარგში: ოლგა ტოკარჩუკი და პიტერ სიხროვსკი.

ოლგა ტოკარჩუკი, რომელსაც ნობელის 2018 წლის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, პოლონელი მწერალი და აქტივისტია. ის თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება და მისი ყველაზე ცნობილი რომანია Flights.

ნობელის 2019 წლის ლიტერატურის ლაურეატი პიტერ ჰანდკე კი ავსტრიელი მწერალი და ის ორმოცდაათამდე წიგნის ავტორია, მათ შორის საბავშვო ნაწარმოებებისა და თეატრალური პიესების.

2018 წელს შვედეთის აკადემია სკანდალში გაეხვა: ნობელის კომიტეტთან დაახლოებული პირი, ჟან კლოდ არნო თვრამეტმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. ამის გამო შარშან პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცა, წელს კი ორივე წლის ლაურეატი ერთდროულად გამოავლინეს.

მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი პრემია ალფრედ ნობელმა დაარსა და ის 1901 წლიდან გაიცემა. პრემიის გამარჯვებულს ცხრა მილიონი შვედური კრონა გადაეცემა ჯილდოდ, რაც დაახლოებით 1 110 000 დოლარია. წარსულში ნობელის პრემია გადაეცათ ისეთ ცნობილ მწერლებს, როგორებიც არიან ორჰან ფამუქი (2006), ტონი მორისონი (2003) და გაბრიელ გარსია მარკესი (1982).

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა