გახარია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგ გახარიამ ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით ეროვნული ნაბკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით 50 მილიონი ლარის რესურსი არ უნდა დაიხარჯოს.

მისი აზრით, "ოფისის აშენება ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი".

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ