თავაზე ამბობს, რომ არ დაბრუნდება საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ, თუ უზენაესში არ აირჩევენ

ზაზა თავაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ დაბრუნდება.

"პირდაპირ გეტყვით, რომ არა", - პასუხობს თავაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვას: "რომ მოხდეს სასწაული და ვერ გახვიდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას მიუბრუნდებით?"

ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა