"ველოდები, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას დავით – გარეჯის ტერიტორიაზე"

საპატრიარქოს პრეს–სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  ქართული სამღვდელოებისთვის დავით–გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ ელოდება, როდის  შეძლებს მრევლი დავით – გარეჯის ტერიტორიაზე შესვლას. 

"მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ამიტომ ველოდები, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას. ჯერ გვითხრეს, რომ ხვალიდან იქნება ნება, ავიდნენ სასულიერო პირები. უახლოეს პერიოდში იმედი გვაქვს, რომ სტატუს-ქვო სრულად აღდგება და ეს გულისხმობს სწორად იმას, რომ ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს კულტურის გაცნობა უნდათ, მრევლს, ვისაც ლოცვა უნდა, სასულიერო პირებთან ერთად შეძლებენ ასვლას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის: აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით–გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის ყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა