იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა, - იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, თურქი დიპლომატის დაბარების მიზეზი სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციაა.

დღეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს  სამხედრო ოპერაცია. 

Reuters–ის ცნობით, თურქეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.

ცნობისთვის: გუშინ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი, ხოლო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ