იგეგმება თუ არა ქართველი მაღალჩინოსნების მოსკოვში ვიზიტი

ქართველი მაღალჩინოსნების რუსეთში შესაძლო ვიზიტს მოსკოვშიც უარყოფენ. კერძოდ,  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოცემულ მომენტში არ არსებობს რუსეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების ორგანიზების გეგმა. „არანაირი ვიზიტები არ იგეგმება“, - უთხრა რუდენკომ სააგენტო „ტასს“.

რამდენიმე დღის წინ ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს. „არ ვადასტურებ“, - განაცხადა 8 ოქტომბერს გიორგი გახარიამ "რუსთავი 2"-ის შეკითხვის პასუხად.

საქართველოსა და რუსეთს შორის უმაღლესი დონის ოფიციალური ვიზიტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. 2019 წლის 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო