ჩუგოშვილი: "დავით–გარეჯთან დაკავშირებით პოზიტიური იმპულსები წამოვიდა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, დავით–გარეჯთან დაკავშირებით პოზიტიური იმპულსები წამოვიდა – პირველი ნაბიჯი გადაიდგა და შეთანხმებაც შედგა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა.

„გარეჯთან დაკავშირებით გვრჩება პრობლემა, საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით. შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია. ამ ეტაპზე ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ღონისძიებები არ განხორციელდეს, რომელიც ესკალაციისკენ და გართულებებისკენ იქნება მიმართული, რადგან ფაქტია, პოზიტიური იმპულსები და შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის. ეს ნაბიჯები გამოვიყენოთ სწორად და დავგეგმოთ ასევე კონსტრუქციული, კარგი ნაბიჯები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით 2 დღის წინ იმყოფებოდა. დღეს სადავო მონასტრები სასულიერო პირებისთვის გაიხსნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო