NDI – რესპონდენტთა უმეტესობა პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას, გამოკითხულთა 44% პასუხობს, რომ საშუალოდ, 22% - ცუდად, 20% - კარგად, ხოლო 14% მა არ იცის პასუხი.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 38% აფასებს საშუალოდ, 30% - ცუდად, 20% - კარგად და 12%-მა არ იცის პასუხი.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% საშუალოდ აფასებს, 33% ცუდად- , 15% - კარგად და 14%-მა არ იცის პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp