ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილი მეუღლე დაესხა თავს, კლინიკაში გარდაიცვალა

30 წლის ქალი, რომელსაც თავს სავარაუდოდ ყოფილი მეუღლე დაესხა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა, კლინიკაში გარდაიცვალა. 

„დაზიანება იყო მძიმე, პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ქალა ტვინის ტრავმა იყო. პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, უტარდებოდა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ეს არ იყო ცეცხლნასროლი დაზიანება. იყო მრავლობითი ტრავმა ქალას ძვლებისა და იყო ტვინის ტრავმა. იყო სისხლჩაქცევები თავის ტვინში,“ – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა, თეიმურაზ მძინარაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნისგან ჰქონდა მიყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელყუმბარაც.

შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს