სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატს გირაო და აკრძალვები განესაზღვრა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, მას საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდუასთან მიახლოება აეკრძალა.

"იმის მიუხედავად, რომ პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გირაო მოითხოვა... ამის შესახებ მე პასუხი ვერ მივიღე", — განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის კონტროლი ექნება თუ არა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან და ექნებათ თუა არა ზეწოლა მათზე.

საქმის განხილვა სასამართლოში 18 ნოემბერს გაგრძელდება.

დღევანდელი პროცესი კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული გადის მკურნალობას. 

“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება, რაც გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს. მისი სრული დიაგნოზია კორონალური სინდრომის გამწვავებაა”, – აცხადებს ექიმი, რომლის თქმითაც, ჯიშკარიანი კლინიკას, სავარაუდოდ, 2-3 დღეში დატოვებს.

ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“  წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ედება ბრალი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"