ტუსკი ერდოღანის მუქარას პასუხობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, თურქეთმა უნდა გაიზიაროს ევროკავშირის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ჰუმანიტარულ კრიზისში გადაიზარდოს,– იუწყება „როიტერსი“.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ლტოლვილების თემა შანტაჟის იარაღად იქნას გამოყენებული. პრეზიდენტ ერდოღანის გუშინდელი მუქარა, სრულიად უადგილოა“, - განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ ევროპა განაგრძობს სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ გაუხსნის გზას“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძემ ომბუდსმენის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა