37 მოსამართლე უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, უვადოდ 37 მოსამართლე გამწესდა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა იმ 37 მოსამართლის საკითხზე გაიმართა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. 37 კანდიდატიდან სამმა საბჭოს სრული მხარდაჭერა მოიპოვა.

„ჩვენ გვყავდა სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები, რომელთაც ჰქონდათ სამ წელზე ბევრად მეტი გამოცდილება – ზოგს 10-წლიანი და 10 წელზე მეტი გამოცდილებაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიღებულია გარდამავალი ნორმა, რომელმაც დაგვავალდებულა, რომ ასეთი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხი საბჭოს განეხილა განსაკუთრებული წესით. სწორედ ასეთი გადაწყეტილება მივიღეთ დღეს და 37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდენ უვადოდ. ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო