NDI – რესპონდენტთა უმეტესობა სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა  სასამართლო ინსტიტუტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 

კვლევის მიხედვითაც, სასამართლოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება 2015 წლის აპრილიდან იზრდება. 2018 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, სასამართლოს საქმიანობას ცუდად რესპოდენტთა 30% აფასებდა, დღეს კი ეს ციფრი 38%-მდეა გაზრდილი.

კლების ტენდენციაა ასევე იმ რესპოდენტებშიც, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებენ. კერძოდ, 2018 წლის მარტში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას კარგად აფასებდნენ 14% იყო, დღეს კი ასეთი რესპონდენტების რიცხვი 12%-ია. ამასთან გამოკითხულთა 31% სასამართლოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს, მაშინ როდესაც 2018 წლის კვლევის თანახმად, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი 39% იყო.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp