"აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან"

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს, დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან“ – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით 2 დღის წინ იმყოფებოდა. დღეს სადავო მონასტრები სასულიერო პირებისთვის გაიხსნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს