მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის მოტივით ახალ უწყებას ქმნის

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის. აღნიშნულ ცვლილებებს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის 487-ე დადგენილება ითვალისწინებს.

დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება „სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით“.

სწორედ ახლადშექმნილ სააგენტოს გადაეცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

იმავე დადგენილებით, წამლის სააგენტო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან ერთიანდება, შედეგად ჩამოყალიბდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. წამლის სააგენტო ქვეყანაში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა, მანამდე შესაბამის ფუნქციებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ასრულებდა

აღნიშნული დადგენილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, იქმნება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

წყარო: პირველი არხი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას“