მედია: თურქული ოპერაციის დროს ციხიდან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გაიქცნენ

თურქეთის სამხედრო ოპერაციის დროს საპატიმროდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მებრძოლი გაიქცა. ინფორმაციას ბრიტანული მედიასაშუალება „ინდეფენდენტი“ ქურთ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. ოპერაციის დაწყევამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთმა მებრძოლებმა "ისლამური სახელმწიფოს" წევრი განსაკუთრებით საშიში სამი ტერორისტი აშშ–ს გადასცა. ეს ინფორმაცია ტრამპმაც დაადასტურა. 

არსებული ინფორმაციით, ქურთების მიერ კონტროლირებად ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" 800–მდე მებრძოლი იმყოფება.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოცკვლევა: “რუსეთის მოქალაქეებმა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მეტად დაფასება დაიწყეს”