აშშ–ს ჩრდილოეთ სირიიდან ყველა ჯარისკაცი გაჰყავს

აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან დარჩენილი 1000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერამ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ“, - განუცხადა CBS-ს ესპერმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის ჯარისკაცებისთვის თავდაცვა შეუძლებელი ხდება და ის ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც აშშ-ის სამხედროების ჩრდილოეთ სირიიდან გაყვანის განკარგულება გასცა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია კობანიდან დასავლეთით, ჰასაკასკენ გაფართოვდება, ვინაიდან ქალაქ რას ალ-აინს უკვე თურქეთი აკონტროლებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს