ერაყის ხელისუფლებას სირიის საზღვართან ჯარები გადაჰყავს

ერაყის ხელისუფლებას სირიის საზღვართან ჯარები გადაჰყავს. აღნიშნულის მიზეზად "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხე სახელდება. ერაყის ხელისუფლება შიშობს, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ჯიჰადისტებმა შესაძლოა, საზღვარი გადაკვეთონ და ერაყში შევიდნენ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მოსაზღვრე ნინევიისა და ანბარის პროვინციების უსაფრთხოების ძალებში განგაშია გამოცხადებული.   

ამასთან, ერაყის მთავრობა სასაზღვრო ზონაში სირიელი ლტოლვილების ნაკადსაც ელოდება და სირიასთან 325-კილომეტრიან სასაზღვრო მონაკვეთს ამაგრებს.

„სირიის დემოკრატიულ საბჭოში“ აცხადებენ, რომ ქურთული სამხედრო ჯგუფების ბრძოლა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს არ ემსახურებოდა და წინააღმდეგობა მთლიანად კაცობრიობის დაცვას ისახავდა მიზნად. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო