ევროკავშირის რიგი ქვეყნები თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვენ

ევროკავშირის რიგი ქვეყნები თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადებები ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ნიდერლანდების, ირლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. 

კერძოდ, ნიდერლანდებმა დაგმო თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში და თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო უკვე დააწესა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ  სტეფ ბლოკის თქმით, ევროკავშირიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს. 

დღეს ლუქსემბურგში მიმდინარე სხდომაზე ევროპელი დიპლომატები თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გარდა, ასევე განიხილავენ ანკარას მიერ კვიპროსის შელფზე დაწყებულ ბურღვით სამუშაოებსაც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებ"