ანკარა: "თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს"

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს–სპიკერის განცხადებით, ანკარა სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს.

„ისინი, ვინც მოსულზე, რაქაზე და დეირ-ეზ-ზორზე თავდასხმის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის იგნორირებას ახდენდა,  დღეს მოუწოდებენ თურქეთს, შეაჩეროს ოპერაცია და ანკარას სანქციებით ემუქრებიან. ჩვენ არ შევჩერდებით, ვიდრე ყველა დასახულ ამოცანას არ შევასრულებთ“, – წერს იბრაჰიმ კალინი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო