ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილს აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრინკის კანდიდატურა არ დაუბლოკავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ინფორმაცია, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ივანიშვილი კი არა, საბჭოთა კავშირი ვერ ბლოკავდა ამერიკის ნომინირებულ ელჩებს. საიდან მოიტანა საერთოდ იმ ხალხმა, ვინც ეს გაავრცელა? [...] მითი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ამერიკელებს, თუ ამას გამოაგზავნით, არ შემოვუშვებო, არის სრული სიცრუე. არცერთ ხელისუფლებას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არც კი გაუვლია თავში, რომ ასეთი დაპირისპირება გაბედოს შეერთებულ შტატებთან. ეს არის მეგობრობაზე უარის თქმა. ამერიკა არ ბლოკავს ჩვენს ელჩს. ვერც საქართველოს ელჩს დაბლოკავს ამერიკა, თუ კონკრეტული რაღაც არ არსებობს: ან კრიმინალი უნდა იყოს, ან ჯაშუში. არ მომხდარა შემთხვევა, რომ საქართველოს ელჩი დაებლოკოს ამერიკას. მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა საკითხი იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა", – განაცხადა ბოკერიამ “მთავარი არხთან” საუბრისას.

ცნობისთვის: 2018 წლის დეკემბერში გავლენიანი გამოცემა Foriegn Policy იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. მოგვიანებით გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა. 

10 სექტემბერს ამერიკელმა დიპლომატებმა „აქცენტთან“ საუბრისას დაადასტურეს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოს ხელისულებამ დაბლოკა.

აშშ–მა  საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი მხოლოდ რამდენიმე ცოტა ხნის წინ დაასახელა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა საზღვართან "უსაფრთხო ზონის" შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა