ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის სეპარატისტ ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მძიმე სასჯელი კატალონიის მთავრობის მეთაურის ყოფილ მოადგილეს, ორიოლ ჟუნკერასს მიუსაჯეს.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

სასამართლო არ განიხილავდა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის საქმეს, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას