თბილისი – თუ ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების დარეგისტრირება დადასტურა, ეს კერძო ინიციატივა იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების დარეგისტრირება დადასტურა, ეს კერძო ინიციატივა იქნება.

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ავსტრიის ხელისუფლება ურყევად ატარებს არაღიარების პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმების მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქმე გვექნება კერძო ინიციატივასთან, რომლის მსგავსსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, და მას არაფერი ექნება საერთო ავსტრიის ოფიციალურ მხარესთან“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში აფხაზეთ-ავსტრიის საზოგადოება დარეგისტრირდა. 

„ავსტრიაში აფხაზეთ-ავსტრიის საზოგადოება დარეგისტრირდა. იტალიაში მუშაობის კარგი მაგალითი გვაქვს. უამრავი გეგმა გვაქვს, თანამშრომლობის პერსპექტივები უამრავია“, – დაწერა სოციალურ ქსელში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს