„ჯუნგლები არ გვინდა, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს უმკაცრესად აგებენ“

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვასა და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენს პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“.

ამის შესახებ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის: "მთავარი" არხის ეთერში გუშინ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ასევე აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგია ლოზუნგის "ივანიშვილი ციხეში". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს