ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინს ოძეკის სტატუსს ერთი ნაბიჯი აშორებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ფალავანის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო.

ლევანი ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და კაკურიუს გამოსვლამდე ტურინის სათავეშია.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp