აფხაზურ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს ვალერი ბგანბა უხელმძღვანელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. უახლოეს ხანებში ბგანბას ახალი დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის წარდგენა დაევალა. 

ცნობისთვის: ვალერი ბგანბა დე ფაქტო მთავრობას 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე ედგა სათავეში, რის შემდეგაც ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მთელ შემადგენლობასთან ერთად „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „პრეზიდენტად“ ხაჯიმბას არჩევასთან დაკავშირებით გადადგა.

66 წლის ვალერი ბგანბა გახლდათ დე ფაქტო პარლამენტის სამი მოწვევის ე.წ. დეპუტატი, 2012–დან 2017 წლამდე – დე ფაქტო სპიკერი. 2014 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მას დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ დე ფაქტო პრემიერად დაინიშნა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს