ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, ქურთულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ–ერთი ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს.

„თურქმა სამხედროებმა, რომლებმაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხესთან მიაღწიეს, აღმოაჩინეს, რომ იგი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან სრულად იყო დაცლილი. ეს ციხე ერთადერთი იყო, რომელიც ჩვენი მოქმედების არეალში ექცეოდა.  ჩვენ დაცარიელებული ციხის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გადავიღეთ, რათა ის ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ზუსტად რამდენი პატიმარი იმყოფებოდა ციხეში.

სირიაში მიმდინარე თურქულ ოპერაციას, გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანური მსხვერპლისა, კიდევ ერთი მძიმე შედეგი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები, რომ  ქურთები იმუქრებიან, დაცვა მოუხსნან დანარჩენ ციხეებსაც, თუ თურქეთი სამხედრო ოპერაციის წარმოებას არ შეწყვეტს. ვითარება კრიზისულია. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეძლო ციხიდან თავის დაღწევა და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში კი ვრცელდება ცნობები, რომ ბანაკებიდან, რომლებიც დაბომბვებში მოჰყვნენ, ქურთებმა დაცვა მოხსნეს და ბრძოლის წინა ხაზზე გადაისროლეს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებძოლები გაიქცნენ, ხოლო ბანაკებში მყოფ ჩრდილოეთკავკასიელ ქალებსა და ბავშვებს მიუთითეს (ვინაიდან ისინი რეგიონს არ იცნობენ), რომ „მათი საკითხი გარკვეულია“, დარჩნენ ადგილზე, ხელთ ჰქონდეთ თეთრი დროშები და თურქ სამხედროებს ჩაჰბარდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოცკვლევა: “რუსეთის მოქალაქეებმა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მეტად დაფასება დაიწყეს”